Monday 25 June 2018

ტრენინგის პირველი დღე


 ტრენინგის პირველი დღე
პირველ დღეს გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებსა და  , შევიმუშავეთ    სამუშაო დღის განრიგი, გავეცანით პროექტის მიზანს:  ინტელით პროექტებით სწავლება და კომპიუტერული ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება სასწავლო პროცესში. ვნახეთ შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი  გამოწვევასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობით მოხდა მოტივაციის ამაღლება. ამის შემდეგ შევქმენით ინსტრუქციის მიხედვით სამუშაო საქაღალდეები, გავეცანით საქაღალდის ჩეკლისტს.  ვისაუბრეთ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, განვიხილეთ პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა",  პროექტის გეგმით, რესურსებითა  და თავისი რუბრიკებით, გავეცანით თერთმეტკრიტერიუმიან შეფასების რუბრიკას,  გავეცანით რესურსების სახით სხვადასხვა საფეხურზე შექმნილ პროექტებსა და პრეზენტაციებს, ,,ვიუერიდან" გავიარეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ეტაპი,  გავხსენით ჩვენი ელ-ფოსტები, შევქმენით ბლოგი, დავწერეთ რეფლექსია და გამოვაქვეყნეთ. ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღით, ეს    ტრენერის დამსახურებაა.



    ტრენინგის მეორე დღე
  😍😍😍😍 დღეს ჩვენ გავიხსენეთ წინა ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია.   მოვახდინეთ პროექტების იდეების გენერირება.
 მე მოვიფიქრე გავაკეთო პროექტი სახელწოდებით ბრბოს შეწირული პერსონაჟები“    VIII კლასში.
  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასტან მუშაობაშიამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. ასევე აგვიხსნა,რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლიაერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენიგაზეთი,ბროშურაპლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.  მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_ სასწავლო პროექტის დამხმარე.
   ამ მოდულმა   გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე  სასწავლო   პროცესში. აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში და შესაბამისად დავგეგმავ პროექტ -გაკვეთილებს .
ტრენინგის დასასრულს გავაკეთეთ რეფლექსია.



        ტრენინგის მესამე დღე

     გავეცანით ზოგად ინფორმაციას, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებს.  ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვისგადახედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებსდა განსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორი მიღწევა და შეფასება სურს ჩვენი თემის ფარგლებში. პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალსააზროვნო დონის  განვითარებას.

     

  ზოგადი კითხვა - რა აიძულებს ადამიანს ებრძოლოს და მოსაკლავად გაიმეტოს  ადამიანი?

         თემატური კითხვები-   როგორ რეაგირებენ ბრბოს წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობა?
              როგორია ბრბოს დამოკიდებულება ინდივიდის მიმართ?
           

       შინაარსობრივი კითხვები-  რა განსხვავებაა საზოგადოებასა და ბრბოს შორის ?
               რა პრინციპებით უნდა იცხოვროს საზოგადოებამ, რომ ბრბოს სამართალი არ ამოქმედდეს?
              რა საფრთხე ემუქრება ამ დროს მშვიდობიან მოსახლეობას?
              ხალხმა გონების კარნახით უნდა იმოქმედოს და არა ინსტიქტით.


                     ტრენინგის მეოთხე დღე
გავიხსენეთ წინ ტრეინგზე ნასწავლი მასალა, ამის შემდეგ გავეცანით მოდული მე-2  viewer-იდან გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას,   განმავითარებელ  შეფასების რუბრიკებს . შევქმენით რუბრიკები სხვადასხვა სახის. მოვამზადეთ  Power-Point-ში  პროექტის  პრეზენტაცია,drive -ში ავტვირთეთ და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.პრეზენტაცია მოიცავს პროექტის მოკლე აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში _სასწავლო პრექტის გეგმა.


 ტრენინგის მეხუთე დღე
  ტრენინგის მეხუთე დღის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად: გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა დღეების  ნასწავლი მოდულები, გავეცანით საავტორო უფლებებს, გავიარეთ ტესტი, მოგვეცა ინდივიდუალური სამუშაო ვიდეო და აუდიო ფაილების  მასალების მოძიება ჩვენი პროექტისათვის, დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შემდეგ ჩვენ შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი  პრეზენტაცია და მოვათავსეთ  საქაღალდეში ,,მოსწავლის ნამუშევარი."
 ეს საკითხი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება, ასევე ინტერნეტრესურსების სწორად გამოყენება.
მადლობა თანამშრომლობისათვის..

    16.07.2018  ტრენინგის მეექვსე დღე
    გავიხსენეთ წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნა, შევაჯამეთ და გავეცანით მოსწავლის შეფასებებს,  ვიმუშავეთ ექსელში განმსაზღვრელ შეფასების რუბრიკაზე და ქულების გამოთვლაზე.   პროექტის გეგმის შაბლონში  შევავსეთ  დროის  ჩარჩო.
  ეს საკითხის ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეთა  შეფასებისას გავითვალისწინებ  და გამოვტვლი ქულებს კრიტერიუმების მიხედვით.   მიღებულ ცოდნას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.


19.07. 2018 ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენერმა გაგვაცნო მე-6 მოდული, Viewer-ში  წავიკითხეთ აქტივობა 1. ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და დავათვალიერეთ მოსწავლის შაბლონი. გეგმის შაბლონში ჩავწერეთ  ცალ-ცალკე (სსსმ მოსწავლის, უცხოენოვანი  და ნიჭიერი) მოსწავლისათვის რესურსები. შემდეგ  გეგმის პრეზენტაციის ფაილში Poverpoint-ში  ჩავსვით შეფასების დროის ჩარჩო თავისი რუბრიკებით.

23.07.2018  ტრენინგის მერვე დღე
 ტრენინგზე ვიყავი ამაღლებული განწყობით. ტრენერმა Viewer-ში ტრენერმა გაგვაცნო მე-7 მოდული ფასილიტაცია ტექნოლოგიები, წავიკითხეთ დავამუშავეთ, როლის საფუძველზე შევქმენით ნაშრომი მოსწავლის ,,ფასილიტაცია" და შევინახეთ საქაღალდეში. ამის შემდეგ გავხსენით გეგმის შაბლონი და ჩვენი პროექტის თემის მიხედვით გავწერეთ სასწავლო პროცედურები.ბოლოს დავათვალიერეთ საქაღალდე და შიგ განთავსებული მასალები


25.07. 2018 ტრენინგის მეცხრე დღე 
ტრენინგი დავიწყეთ საქაღალდეების შემოწმებითა და შეფასებით. ასევე  კოლეგებთან ერთად განვიხილეთ  ნამუშევრები. ამის შემდეგ ტრენერთან ერთად  ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ბლოგზე ატვირთვის პროცედურები და  ავტვირთეთ პროექტის გეგმა.